воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეხუთე დღე

დღეს  ჩავასწორე პროექტის გეგმა, გავეცანი საავტორო უფლებებს.რისი საშუალებითაც გადმოვწერე სურათები. გავეცანი ინტერნეტ კოლაბორაციულ დოკუმენტების შექმნას.როგორც ყოველთვის ბატონმა მინდიამ დღესაც აქტიური გარემო შეგვიქმნა. ძალიან საინტერესო დღე იყო. იმედია ჩემს მოსწავლეებსაც მოეწონებათ.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეოთხე დღე


დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, დავხვეწე სტანდარტები და მიზნები. შემდეგ შევუთავსე კითხვები მიზნებს, შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო. განვაახლე ინფორმაცია  დისკზე ,გავეცანი ეფექტური პრეზენტაციის მოთხოვნებს, შევქმენი პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე. ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ მინდიას.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე

მოვიძიე სტანდარტები და გადმოვწერე. შევუსაბამე ჩემს პროექტის გეგმას ასევე შევუსაბამე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავანაალიზე ზოგადი. თემატური და შინაარსობრივი კითხვები და შევუსაბამე ჩემს პროექტს. განვაახლე დისკზე  ფაილები.ძალიან მომეწონა დღევანდელი  დღე ბევრი რამ ვისწავლე რასაც აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომში.დიდი მადლობა ბატონ მინდიას ასეთი კარგი ტრენინგისათვის.

суббота, 20 февраля 2016 г.

მეორე დღე

გავეცანი კონკიას პრეზენტაციას,გავანაალიზე პროექტის მახასიათებლები, განვიხილე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,ვისწავლე ბროშურის შექმნა, რაც ძალიან მომეწონა და აუცილებლად დამეხმარება ჩემი საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში.ყველაფერი იყო გასაგები,რაც ჩვენი ტრენერის ბატონ მინდიას დამსახურებაა.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

პირველი დღე


დავიწყეთ ტრენინგი, ძალიან მომეწონა გავეცანი კონკიას პროექტის გეგმას, შევქმენი ბლოგი.იმედი მაქვს კარგ პროექტს მოვამზადებ, რომელიც მოეწონება ჩემს მოსწავლეებს